უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს
უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია რუსეთთან კონფლიქტის დროს დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო. ამის შესახებ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც უცხოური მედია წერს, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საციგურაო ობიექტზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.
ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სკელეტონის შეჯიბრი 12 თებერვალს დაიწყება.