უკრაინელი მოსწავლეები თბილისის სკოლებში [ფოტო]
უკრაინელი მოსწავლეები თბილისის სკოლებში [ფოტო]

ქალაქ თბილისის N72 სკოლაში უკრაინიდან ლტოლვილი სამი მოსწავლე მიიღეს. ისინი მეორე, მეოთხე და მეექვსე კლასებში გადანაწილდნენ. დღეს მოსწავლეები ახალ კლასელებს გააცნეს.

სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი დღეს უკრაინელი მოსწავლეების დედებსაც შეხვდა. სკოლის დირექტორის თქმით, უკრაინიდან ლტოლვილს ბავშვებს კიდევ ელოდებიან.

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 58 ბავშვი ჩაირიცხა, 52 უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.