უკრაინელი მამაკაცი პოლონეთში, ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა
უკრაინელი მამაკაცი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი იაროსლავის ბენედიქტელი მონაზვნების სააბატოში მოხდა.
თავდასხმის შედეგად, სამი მღვდელი და ორი საერო პირი დაშავდნენ, მათ შორის ერთი ქალი. მოგვიანებით, ერთი სასულიერო პირი საავადმყოფოში დაიღუპა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პოლონური მედიის თანახმად, თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
თავდასხმა „სულიერი განმარტოების ცენტრში“ მოხდა. როგორც მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, თავდამსხმელმა ის მომენტი გამოიყენა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფის ვიზიტის შემდეგ სააბატოს ჭიშკარი ღია იყო და შენობაში შევიდა. მან შემთხვევით შერჩეულ ადამიანებზე მიიტანა იერიში. ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს.