უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ
უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ

საქართველოში დღეს უკრაინელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას მოამზადებენ.

უკრაინელი ექსპერტები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ,  ხვალ კი ტყიბულში გაემგზავრებიან.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე პირველ არხთან სუბარში აცხადებს, რომ ექსპერტების ჩამოყვანა პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით მოხდა.

მისივე თქმით, უკრაინელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შახტში არსებულ ვითარებას ასახავს, ასევე შეისწავლის, თუ რამდენად არის შახტში შრომა უსაფრთხო.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.