უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო - ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავისი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან მას დიდი გული აქვს
უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო - ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავისი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან მას დიდი გული აქვს

ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის, ეს ბევრს ნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ რუსთავში განაცხადა, რომელიც სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, სააკაშვილი ამ დროისთვის პოლიტიკური პატიმარია და ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი, ასევე სააკაშვილის მომავალი.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან ვამაყობ მისით, როგორც ადამიანით, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ მოიგოთ. ბრძოლა მომავლისთვის და ძალიან მინდა, რომ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ამ მომენტისთვის ის პოლიტიკური პატიმარია და ეს მიუღებელია. ეს ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა ბრძოლა. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან მას აქვს დიდი გული და უნარი, დიდი ცვლილებები განახორციელოს. ამას უკრაინაში ძალიან ვაფასებთ და გვშურს თქვენი, რომ გყავდათ საქართველოში ასეთი პრეზიდენტი. ის ასევე უკრაინელი პოლიტიკოსია და ძალიან გვინდა, თქვენ აქ დაიცვათ. მგონია, რომ ამ დროისთვის ეს საკმარისია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

ლიზა იასკო პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად იყო მისული.