უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მას სამსახურებრივი მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ მისცეს
უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მას სამსახურებრივი მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ მისცეს

უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ მისცეს.

როგორც გონჩარენკო წერს, მას უარი უთხრეს სამსახურებრივი მივლინებით ბერნში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად გამგზავრებაზე.

მისივე ინფორმაციით, ის კონფერენციაზე სახელწოდებით „არჩევნები კრიზისების პერიოდში“ სიტყვით უნდა გამოსულიყო, შემდეგ კი თურქეთის არჩევნებზე დამკვირვებლად გამგზავრებას გეგმავდა.

უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ ამავე კონფერენციაზე გამგზავრების ნებართვა მისცეს მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრ დეპუტატებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გონჩარენკოს თანაგუნდელები აცხადებენ, რომ უმაღლეს რადაში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრ გონჩარენკოზე პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი, რადგანაც მას კრიტიკული პოზიცია აქვს პრეზიდენტის ოფისის მიმართ.

ფრაქციაში აცხადებენ, რომ უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ოფისის დავალებით არაერთხელ დაბლოკა ოპოზიციონერი დეპუტატების საზღვარგარეთ მივლინებები.

თავად გონჩარენკო აღნიშნავს, რომ მას ზელენსკის ოფისის ხელძღვანელი ანდრეი ერმაკი ებრძვის. „მე ერმაკმა ჩამკეტა, ჯერ – ქვეყნის შიგნით“, – აცხადებს გონჩარენკო.