უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც ზაფხულში მჟავა შეასხეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
უკრაინელი აქტივისტი, რომელსაც ზაფხულში მჟავა შეასხეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი აქტივისტი, კატერინა განძიუკი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 33 წლის აქტივისტს უკრაინის ქალაქ ხერსონში, 31 ივლისს მჟავა შეასხეს.

თავდასხმის შემდეგ განძიუკს სხეულის 40% დაეწვა. მას 11 ოპერაცია ჩაუტარდა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავდამსხმელების დასჯა მოითხოვა. ამჟამად პატიმრობაში ხუთი ეჭვმიტანილია.

სექტემბერში აქტივისტმა, რომელიც ასევე იბრძოდა რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატიზმის წინააღმდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინელებს ყოვლისმომცველი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. განძიუკის მკვლელობის შემკვეთების დასჯისკენ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას აშშ-ის მთავრობამ.