უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის დაპირისპირებას სამი სამხედრო ემსხვერპლა
უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის დაპირისპირებას სამი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის დაპირისპირებას, რაც თავდასხმაში ერთმანეთის დადანაშაულებას მოჰყვა, სამი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს 2018 წელს ამ კონფლიქტის ფარგლებში მომხდარი ყველაზე მძიმე დაპირისპირებაა.

უკრაინის სამხედრო პრესსპიკერის თქმით, 24 საათის განმავლობაში მიმდინარე ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ სამი ჯარისკაცი.

უკრაინის არტილერიის მეთაურის განცხადებით, ისინი მტრისგან მსგავსი ნაბიჯების მოთმენას არ აპირებენ.

რაც შეეხება მეამბოხეების მხარეს, მათი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტებზე თავდასხმისთვის 2018 წელს პირველად გამოიყენეს არტილერია.