უკრაინელ ოპოზიციონერ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ
უკრაინელ ოპოზიციონერ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ომის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

უკრაინაში პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური ფრონტი სიცოცხლისთვის“ ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატსა და ომის წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურა ოპოზიციონერის დაპატიმრებას ითხოვს.

როგორც უკრაინული მედია წერს, მედვედჩუკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 13 მაისს იმსჯელებს. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ამავე მუხლების დარღვევაში ასევე ეჭვმიტანილია რადას კიდევ ერთ დეპუტატი ტარას კოზაკიც, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება.

უკრაინული მედია წერს, რომ მედვედჩუკის სახლი და ოფისები გაჩხრიკეს.

დატოვე კომენტარი