უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმის ბრალდებით „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ყოფილი მებრძოლი დააკავეს
უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმის ბრალდებით „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ყოფილი მებრძოლი დააკავეს

უკრაინელ დეპუტატზე, ვიაჩესლავ სობოლევზე თავდასხმის ბრალდებით, პოლიციამ სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი ყოფილი მებრძოლი დააკავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ყოფილი მებრძოლი, ანდრეი ლავრეგა, რომელსაც დონბასში ბრძოლისთვის ჯილდო ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გადასცა.

გავრცელებული ცნობით, სწორედ ლავრეგა ისროდა დეპუტატის ავტომობილის მიმართულებით, რის შედეგად სობოლევის სამი წლის შვილი დაიღუპა. საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულია ლავრეგას მეგობარი. ორივე დაკავებული 25 წლამდე ასაკისაა. დაკავებულები ბრალდებას აღიარებენ.

​უკრაინის საოლქო საბჭოს დეპუტატის, ვიაჩესლავ სობოლევის ავტომობილს კიევის ცენტრში პირველ დეკემბერს, საღამოს გაუხსნეს ცეცხლი.

დატოვე კომენტარი