უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფი უმაღლეს რადას სთავაზობს, დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინოს
უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფი უმაღლეს რადას სთავაზობს, დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინოს

უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფი უმაღლეს რადას სთავაზობს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინოს.

შესაბამისი დადგენილების პროექტი რადას ვებგვერდზე ხუთმა დეპუტატმა – ანა სკოროხოდმა, ანატოლი ურბანსკი, ტარას ბატენკომ , ალექსანდრ იურჩენკომ და ანატოლი ბურმიჩმა დაარეგისტრირა.

დოკუმენტი მოუწოდებს უკრაინის რადას, მიმართოს ნობელის კომიტეტს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის წარდგენასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი პროექტი განსახილველად საგარეო პოლიტიკისა და პარლამენტთაშორისი თანამშრომლების კომიტეტს წარედგინა.