უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

10:36, 08.09.2026

რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ხომალდსაწინააღმდეგო, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე 166 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს უკრაინაზე თავდასხმა.

მათივე ცნობით, ძირითადი დარტყმები კიევისა და ოდესის რეგიონებისკენ იყო მიმართული.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. მისივე თქმით, დაშავდა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი.

მსგავსი