უკრაინაზე რუსეთის იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა

12:06, 03.07.2026

გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათი დაშავდა.

მედიის ცნობით, სასაზღვრო სუმის რეგიონში, რუსული დრონის მიერ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ქალი, ერთი ხანდაზმული მამაკაცი და ორ წლამდე ასაკის გოგონა დაიღუპნენ. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, როგორც კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, ქალაქზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, დღეს კიევში გლოვის დღეა გამოცხადებული. უკრაინის დედაქალაქზე ორი დღის წინ რუსული ძალების იერიშებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 91 პირი.

მსგავსი