უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას 37 წლის ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი, 37 წლის ანტონი ლალიკანი ემსხვერპლა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და საფრანგეთის პროფკავშირები მომხდარს სამხედრო დანაშაულად აფასებენ და გამოძიებას ითხოვენ.
მათივე ცნობით, ლალიკანი დონბასში დაიღუპა, მასთან ერთად დაშავდა უკრაინელი ჟურნალისტიც.
ფოტორეპორტიორის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მისი თქმით, ლალიკანი „გახდა რუსული დრონების მსხვერპლი“ იმ დროს, როდესაც უკრაინულ არმიას მოწინავე ხაზზე მიჰყვებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.