უკრაინაში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები მოხდა
უკრაინაში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები მოხდა. აფეთქებების შესახებ სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მცხოვრებლები იტყობინებიან. ასევე ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა.

არსებული ცნობებით, სავარაუდოდ, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში ნაწილობრივ გაითიშა ელექტროენერგია.

ჯანკოიში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით უკრაინის ან რუსეთის ხელისუფლებების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.