უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას „ეიბისინიუსი“ ავრცელებს.

„თუ ის მთელი ძალებით დაიძვრება, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა. ეს შეცვლის მსოფლიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს შეკითხვა დაუსვეს, რა აიძულებს მას, რომ უკრაინაში ჯარები განათავსოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. აქვე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს.

„ამერიკის ან ნატო-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი