უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის, ჰოკეისტი ვლადისლავ ტრეტიაკიც, რომლის მაისურიც, როგორც ლეგენდარული ჰოკეისტის, ტორონტოს დიდების დარბაზშია გამოფენილი. ე.წ. შავ სიაში ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი სვეტლანა და მათი შვილი ილიაც მოხვდნენ.

კანადამ ასევე აკრძალა რუსეთში ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც ელექტრომრეწველობაში გამოიყენება; ასევე, შეზღუდა რუსული შეიარაღების იმპორტი.