უკრაინაში სასტუმროში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა [ფოტო]
უკრაინაში სასტუმროში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა [ფოტო]

უკრაინაში სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 10 კი, დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით უწყება.

ინციდენტი ქალაქ ოდესაში, ერთ-ერთი სასტუმროში მოხდა.

როგორც ცნობილია, სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ცეცხლი შუა ღამით გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობას სამი საათი მოანდომეს.

უცნობია, კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ხანძრის გაჩენის დროს. სასტუმრო „ტოკიო სტარს“ სულ  273 ნომერი აქვს.

საერთო ჯამში ცეცხლმა შენობის ათასი კვადრატული მეტრი გადაწვა. ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

დატოვე კომენტარი