უკრაინაში სასამართლო სხდომაზე მამაკაცმა ორი ხელყუმბარა ააფეთქა 
უკრაინაში სასამართლო სხდომაზე მამაკაცმა ორი ხელყუმბარა ააფეთქა 

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში სასამართლო სხდომაზე მამაკაცმა ორი ხელყუმბარა ააფეთქა.

ინციდენტი 2016 წლის მკვლელობის საქმის მოსმენის დროს მოხდა. სასამართლოზე 2016 წლის თებერვალში ავტომობილში ორი პირის მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ, როდესაც ერთ-ერთი მსხვერპლის მამამ ყუმბარები ააფეთქა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მამაკაცმა ხელყუმბარები ამის შემდეგ ამოიღო, რაც მოსამართლემ პროცესის კვლავ გადადების შესახებ განაცხადა.

ინციდენტის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა ერთი დაშავებული – ბრალდებული. სულ დაზიანებები ათმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის სამი ბრალდებული, დაცვის ორი წევრი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი.