უკრაინაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში სავარაუდოდ 14 აპრილს გადმოასვენებენ
უკრაინაში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში სავარაუდოდ 14 აპრილს გადმოასვენებენ

უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლებს საქართველოში სავარაუდოდ 14 აპრილს გადმოასვენებენ.

„ალბათ, დღეს მოხდება კიევიდან საქართველოს მიმართულებით მათი გადმოსვენების პროცედურის დაწყება. მანქანა ლვოვის გავლით ჩავა ვარშავაში და სავარაუდოდ, ზეგ საღამოს ვარშავა-თბილისის რეისით მოხდება დაღუპული მებრძოლების საქართველოში გამდოსვენება“, – აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„რამდენადაც ვიცით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. უმრავლესობა მსუბუქად დაჭრილია და ჰოსპიტალიზაციასაც აღარ საჭიროებს. შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.