უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

17:19, 24.07.2026

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო.

45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

მსგავსი