უკრაინაში, ქერჩის მოვლენების გამო გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადა ამოიწურა
უკრაინაში, ქერჩის მოვლენების გამო გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადა ამოიწურა

უკრაინაში, ქერჩის მოვლენების გამო გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადა ამოიწურა. საომარი მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე ოლქებში, მოლდოვის საზღვართან დნესტრისპირეთის ნაწილში, ასევე შავი და აზოვის ზღვების სანაპირო რაიონებში მოქმედებდა.

უკრაინის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებისა და შემდეგ რადას მიერ დამტკიცების შესაბამისად დაწესდა.

უკრაინის ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინულ კატარღებს რუსული ხომალდები დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს, სამი მათგანი კი თავდასხმის შედეგად დაშავდა.

უკრაინელ მეზღვაურების წინააღმდეგ რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.