უკრაინაში სამართალდამცველები წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
უკრაინაში სამართალდამცველები წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში ორ სამართალდამცველს წამებასა და გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. ინციდენტი კიევის სიახლოვეს მდებარე პატარა დასახლება კაგარლიკის რაიონულ განყოფილებაში მოხდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარი გამო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა კაგარლიკის რაიონული განყოფილებიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ცნობით, 24 მაისს, ღამე ერთ-ერთმა პოლიციელმა საკუთარ კაბინეტში ხელბორკილები დაადო და აირწინაღი გაუკეთა ქალს, რომელიც დაკითხვაზე იყო გამოცხადებული. შემდეგ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმა გაისროლა და ქალი გააუპატიურა.

ამას გარდა, გამოძიების მტკიცებით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ მამაკაცს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა განყოფილების შენობაში. მას ასევე დაადეს ხელბორკილი, გაუკეთეს აირწინაღი და სცემეს.