უკრაინაში რუსეთის საელჩოს ღობეზე, მოკლული ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს ფოტოები დაკიდეს
უკრაინაში რუსეთის საელჩოს ღობეზე, მოკლული ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს ფოტოები დაკიდეს

კიევში, რუსეთის საელჩოს ღობეზე უკრაინაში მოკლული რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს სურათები დაკიდეს. უკრაინული მედიის ცნობით, აქციის ორგანიზატორები ბაბჩენკოს ახლობლები და მეგობრები არიან.

შეგახსენებთ, პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტი 29 მაისს კიევში, საკუთარ სახლში მოკლეს. მას სამი ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი.

მეუღლის თქმით, ის სახლში აბაზანაში იმყოფებოდა, როდესაც სროლის ხმა გაიგო. გარეთ გამოსულმა, სისხლიანი მეუღლე დაინახა. ბაბჩენკო საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.