უკრაინაში რუსეთის მიერ ქალაქ ტორეცკზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის მიერ ქალაქ ტორეცკზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსული მხარის მიერ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქში სამი ბომბი ჩამოაგდეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა ქალაქ ტორეცკის ჩრდილო-დასავლეთით.

პარალელურად, რუსულმა სამხედროებმა ქალაქ ოდესის საპორტო ობიექტებზეც მიიტანეს იერიში.