უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე 167 ბავშვი, ხოლო დაშავდა 279 არასრულწლოვანი
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე 167 ბავშვი, ხოლო დაშავდა 279 არასრულწლოვანი

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მოკლულია სულ მცირე 167 ბავშვი, ხოლო დაშავდა 279 არასრულწლოვანი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვია მოკლული უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქში, სადაც რეგისტრირებულია 82 ბავშვის მკვლელობა. 78 ბავშვია მოკლული კიევის ოლქში, ხოლო 64 – ხარკოვის ოლქში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 927 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა.