უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.