უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების ტყვეობაში ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების ტყვეობაში ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების ტყვეობაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასის განცხადებაშია ნათქვამი, ის გავრცელებული ინფორმაციის გამო შოკირებულია.

„რუსეთს უნდა დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ამისთვის“, – ნათქვამია ლიზ ტრასის განცხადებაში.

45 წლის პოლ ურეი ქალაქ ზაპოროჟიესთან აპრილში დააკავეს და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი ბრიტანელი დილან ჰილი. „ბიბისის“ ცნობით, ჰუმანიტარული მისიის მოხალისეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ოჯახის ევაკუაციას ცდილობდნენ.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიტანელი მამაკაცი ტყვეობაში 10 ივლისს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სტრესის გამო გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს დიაბეტი ჰქონდა და ინსულინს საჭიროებდა.