უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე გარდაიცვალა
უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე გარდაიცვალა

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანელი პოლ არი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ორგანიზაცია Presidium Network, რომელიც დაკავებულის ოჯახს უწევს დახმარებას, იტყობინება, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლ ურეის ოჯახს დაუკავშირდა.

45 წლის ბრიტანელი პოლ ურეი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აპრილში დააკავეს და საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაში დასდეს ბრალი.

ამასთან, „სქაი ნიუსი“ წერს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ომბუსმენმა დარია მოროზოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლ ურეის ჰქონდა დიაბეტი, ასევე სუნთქვის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.