უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს
უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს

კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია. ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვებს, რომლებმაც მძიმე დამწვრობა მიიღეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.