უკრაინაში „მიგ-29“-ის ტიპის გამანადგურებლის ავიაკატასტროფის შედეგად მფრინავი დაიღუპა

11:23, 23.08.2025

უკრაინაში „მიგ-29“-ის ტიპის გამანადგურებლის ავიაკატასტროფის შედეგად მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი 1979 წელს დაბადებული მაიორი სერგეი ბონდარია.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა დაშვებისას განიცადა.

მედიის ცნობით, მიმდინარეობს კატასტროფის გარემოებებისა და მიზეზების დადგენა.

მსგავსი