უკრაინაში კორონავირუსის 7 483 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 400 პაციენტი

12:06, 28.11.2021

ბოლო 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსის 7 483 შემთხვევა გამოვლინდა, 10 270 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 400 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 422 023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 910 237 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი