უკრაინაში კორონავირუსის 20 591 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 752 პაციენტი

12:32, 18.11.2021

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 591 შემთხვევა გამოვლინდა, 19 633 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 752 პაციენტი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 284 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 704 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი