უკრაინაში კორონავირუსის 16 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 628 პაციენტი გარდაიცვალა

12:03, 25.11.2021

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 943 შემთხვევა გამოვლინდა, 26 811 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 628 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 384 404 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 852 452 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი