უკრაინაში კორონავირუსის 15 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 538 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 15 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 538 პაციენტი

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 538 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 15 579 შემთხვევა. ინფიცირების ახალი შემთხვევებს შორის 1 309 ბავშვი და 282 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 660 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან ორ მილიონ 337 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა, 61 348 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.