უკრაინაში კორონავირუსის 14 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 14 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსის 14 553 შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ვირუსის შედეგად ქვეყანაში 467 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 12 384 პაციენტი.

უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 887 ათასზე მეტი შემთხვევა. აქედან მილიონ 442 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 38 225 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.