უკრაინაში კორონავირუსის 14 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 568 პაციენტი

23:40, 27.11.2021

ბოლო 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსის 14 200 შემთხვევა გამოვლინდა, 22 946 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 568 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 414 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 899 967 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი