უკრაინაში, იზიუმის რაიონში რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

14:38, 15.04.2022

უკრაინაში, იზიუმის რაიონში რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. 27 მშვიდობიანი მცხოვრები დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბოროვაიასთან მოხდა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარკოვოს ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად დასახლება ბოროვაია რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული. ამჟამად უკრაინელი სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებსა და ავტობუსების გადაადგილების მარშრუტს სწავლობენ.

მსგავსი