უკრაინაში გერმანიის ელჩის განცხადებით, 28 თებერვლიდან გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და „სტინგერებს“ მიაწოდებს
უკრაინაში გერმანიის ელჩის განცხადებით, 28 თებერვლიდან გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და „სტინგერებს“ მიაწოდებს

გერმანია უკრაინას 28 თებერვლიდან ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და „სტინგერებს“ მიაწოდებს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა, ანკა ფელდუზენმა განაცხადა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ბერლინი ასევე ამზადებს სხვა ტიპის შეიარაღებას უკრაინისთვის გადასაცემად.

„ვფიქრობ, ხვალ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და „სტინგერებით“ მოვამარაგებთ. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სხვა რამეებზე, რომლებიც ახლა გერმანიაშია და რომელთა სწრაფად მიტანა შეგვიძლია უკრაინაში. 24 საათის განმავლობაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ პოლიტიკა რუსეთის მიმართ. და ეს არ არის გერმანიის პოლიტიკაში ცვლილებების დასასრული“, – აღნიშნა ანკა ფელდუზენმა.