უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 9 166 პაციენტი.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 731 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან მილიონ 342 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 34 075 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.