უკრაინაში პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრების ვიზიტი იგეგმება

13:28, 15.03.2022

პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს უკრაინაში ჩავლენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს პოლონეთის მთავრობაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დადასტურება.

„ამ ვიზიტის მიზანია ასევე უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი