უკრაინაში დაკავებული „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

13:24, 28.08.2019
KIEV, UKRAINE – JULY 3, 2019: RIA Novosti Ukraine news agency editor-in-chief Kirill Vyshinsky (L) accused of high treason and arms trafficking appears for a hearing at Kiev's Podolsky District Court. Pyotr Sivkov/TASS

Óêðàèíà. Êèåâ. Ãëàâíûé ðåäàêòîð "ÐÈÀ Íîâîñòè Óêðàèíà" Êèðèëë Âûøèíñêèé (ñëåâà), îáâèíÿåìûé â ãîñóäàðñòâåííîé èçìåíå è â íåçàêîííîì îáîðîòå îðóæèÿ, âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Ïîäîëüñêîãî ðàéîííîãî ñóäà. Ïåòð Ñèâêîâ/ÒÀÑÑ

KIEV, UKRAINE – JULY 3, 2019: RIA Novosti Ukraine news agency editor-in-chief Kirill Vyshinsky (L) accused of high treason and arms trafficking appears for a hearing at Kiev's Podolsky District Court. Pyotr Sivkov/TASS Óêðàèíà. Êèåâ. Ãëàâíûé ðåäàêòîð "ÐÈÀ Íîâîñòè Óêðàèíà" Êèðèëë Âûøèíñêèé (ñëåâà), îáâèíÿåìûé â ãîñóäàðñòâåííîé èçìåíå è â íåçàêîííîì îáîðîòå îðóæèÿ, âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Ïîäîëüñêîãî ðàéîííîãî ñóäà. Ïåòð Ñèâêîâ/ÒÀÑÑ

უკრაინაში დაკავებული „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

კირილ ვიშინსკი თავდებით გაათავისუფლეს. ამასთან, ვიშინსკის ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს, ასევე ვალდებული იქნება, მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში, ჩააბაროს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის აუცილებელი პასპორტი და თავი შეიკავოს მისი საქმის მოწმეებთან ურთიერთობისგან.

კირილ ვიშინსკი 2018 წლის მაისში დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახური ამტკიცებს, ვიშინსკის ბინაში რუსეთის პასპორტი და „ყირიმის დაბრუნებისთვის“ მიღებული მედალი უპოვეს.

2018 წლის 6 ივლისს მას ბრალი დაუმძიმდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვიშინსკის მიერ ნაქირავებ სახლში იარაღი აღმოაჩინეს.

მსგავსი