უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს

05:39, 10.06.2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს.

დაღუპული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

დაღუპული მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოასვენეს. გიორგი გრიგოლიას აბაშაში გადაასვენებენ.

მსგავსი