უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

18:32, 25.06.2022

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ალუდა ზვიადაურის პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართება. მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ალუდა ზვიადაური უკრაინაში ერთი კვირის წინ დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მსგავსი