უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში ჩამოასვენეს

08:40, 24.04.2022

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლები – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში ჩამოასვენეს.

უკრაინიდან საქართველოში მათი გადმოსვენება პოლონეთის დედაქალაქის გავლით მოხდა.

ერთი დღით ადრე, საქართველოში ჩამოასვენეს ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავასთან ერთად უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაიმართა სამივე დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი.

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.

მსგავსი