უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, კორუფციას გამოკითხულთა 89 პროცენტი ქვეყნის საკმაოდ სერიოზულ ან ძალიან სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს
უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, კორუფციას გამოკითხულთა 89 პროცენტი ქვეყნის საკმაოდ სერიოზულ ან ძალიან სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს

უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, კორუფციას ქვეყნის გამოკითხულთა 89 პროცენტი საკმაოდ სერიოზულ ან ძალიან სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორუფციის პრობლემა მნიშვნელობით მეორე ადგილზეა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. უკრაინელებისთვის ყველაზე სერიოზული კორუფცია პოლიტიკური კორუფციაა.

როგორც ურკაინული მედია წერს, ზოგადად უკრაინის მოსახლეობაში საგრძნობლად გაიზარდა პირადი პრობლემების გადასაჭრელად ქრთამის მიცემის მიმართ შეუწყნარებლობის დონე.

„კორუფციის გავრცელების შესახებ საზოგადოების აღქმის შესამჩნევი გაუმჯობესების მიუხედავად, გამოკითხულთა 94 პროცენტი მაინც მიიჩნევს, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული უკრაინაში. მათი პროცენტი, ვინც თვლის, რომ კორუფციის დონე გაიზარდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აღემატება იმ პროცენტს, ვინც თვლის, რომ ის შემცირდა“, – წერს უკრაინული მედია.