უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 9 642 ადამიანს დაუდასტურდა, 264 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 9 642 ადამიანს დაუდასტურდა, 264 პაციენტი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 9 642 ადამიანს დაუდასტურდა, 264 ინფიცირებული გარდაიცვალა, 6 202 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგისტრირებულ პაციენტებს შორის 474 ბავშვი და 313 მედიკოსია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 477 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა მილიონ 232 ათასს აღემატება. ვირუსს 28 697 ადამიანი ემსხვერპლა.