უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 656 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 656 ადამიანს დაუდასტურდა, 12 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, ვირუსს სულ 901 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 31 810 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 171-ით გაიზარდა და ჯამში 14 253 შეადგინა.