უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 442 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ცხრა გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 442 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ცხრა გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 442 ადამიანს დაუდასტურდა.

„კოვიდ-19“-ით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში სულ კორონავირუსის 20 148 შემთხვევა არის გამოვლენილი.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 588 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 358-ით გაიზარდა და ჯამში 6 585-ია.