უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 655 შემთხვევა გამოვლინდა, 467 პაციენტი კი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 655 შემთხვევა გამოვლინდა, 467 პაციენტი კი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 655 შემთხვევა გამოვლინდა, 22 878 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 467 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 510 610 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3 082 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.